ეპიდვითარება რუსთავში

2021-02-27 20:07:00

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 2 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 78 პირი შეამოწმეს.

შემოწმებულებს შორის 5 ბაგა-ბაღისა და სკოლის თანამშრომელი იყო, 7 კი ტაქსის მძღოლი, მათგან ვირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.