იმუშავებს თუ არა რუსთავი-თბილისის ტრანსპორტი შაბათ-კვირას

2021-02-25 12:44:00

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსები შაბათ-კვირასაც იმოძრავებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება საქალაქთშორისო ტრანსპორტთან დაკავშირებით უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშატბით საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 25 თებერვლიდან ამოქმედდა.

შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვები უკვე ამ კვირიდან იხსნება მუნიციპალურ ტრანსპორტზეც.