რუსთავში ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად შემცირდა

2021-02-24 19:55:27

რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად შემცირდა.

ბოლო 24 საათში ვირუსი 2 ადამიანს დაუდასტურდა.

ორივე პირს კოვიდ19 ქალაქის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დაუდგინდა. როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, დღის განმავლობაში ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 96 პირი შეამოწმეს.

გატესტილებს შორის იყვნენ სკოლის პედაგოგები და ტაქსის მძღოლები, თუმცა კოვიდ19 არცერთ მათგანს არ დადასტურებია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები