საკადრო ცვლილება რუსთავის საკრებულოში

2021-02-25 10:46:19

რუსთავის საკრებულოში საკადრო ცვლილებაა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, საკრებულოს აპარატს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

ამ თანამდებობაზე არჩილ ძამაშვილი დაინიშნა, რომელიც წლების განმავლობაში რუსთავის საკრებულოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხემძღვანელი იყო.

მანამდე საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის თანამდებობას სოფიო კარანაძე იკავებდა, თუმცა ის ახლა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო ლაცაბიძის ბიუროს უფროსია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები