რუსთავის ხიდის ნაწილი გაყინულია

2021-02-24 19:29:34

რუსთავის ცენტრალური ხიდი მოყინულია.

საავტომობილო გზაზე ტექნიკური მარილი არ ყრია.

მოყინული გზის გამო ავტომობილის მძღოლები ფრთხილობენ და ხიდის მონაკვეთზე დაბალი სიჩქარით გადაადგილდებიან.

ქალაქში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცა. მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურად თოვს.