რუსთავში რამდენიმე ქუჩას ელ.ენერგია არ მიეწოდება

2021-02-24 17:42:22

რუსთავში რამდენიმე ქუჩას ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.

დენი არა აქვთ 21-ე მიკრორაიონში და მის მიმდებარედ.

როგორც "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიაში" განუცხადეს, ავარიული გათიშვა მოხდა, თუმცა 21-ე მიკრორაიონში აბონენტების ნაწილს უკვე აღუდგა ელ.ენერგიის მიწოდება, ხოლო ნაწილს ნახევარ საათში აღუდგება.