იმუშავებს თუ არა ტრანსპორტი შაბათ-კვირას

2021-02-24 15:35:35

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 27 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამასთან, 8 მარტიდან შაბათ-კვირის ჩათვლით მუშაობას განაახლებენ სავაჭრო მოლები და ბაზრობები.