ლომჯარია რუსთავის ციხეში მელიას ხვდება

2021-02-23 21:44:06

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან შესახვედრად ცოტა ხნის წინ შევიდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პირადად სურს მოინახულოს, როგორია მელიას მდგომარეობა.

"მინდა პირადად მოვისმინო მისგან მისი მდგომარეობის თაობაზე და რა თქმა უნდა, ამ ჩემი ვიზიტითაც ამ  გამოვხატავ ჩემს დამოკიდებულებას მის დაკავებასთან დაკავშირებით... მიმაჩნია, რომ მისი წინასწარი პატიმრობა, როგორც აღკვეთი ღონისძიების სახე არ იყო დასაბუთებული და მიმაჩნია, რომ მის დაკავებაში პოლიტიკური მდგენელი აჭარბებს სამართლებრივ მდეგენლს. აქედან გამომდინარე მე ჩემს სოლიდარობას ამ ფორმით გამოვხატავ მის მიმართ", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, ოპოზიციური პარტიის წარმომნადგენელბის მხარდაჭერაში სამარცხვინო არაფერია. მან ამით "ქართული ოცნების" მხრიდან, მის გაკრიტიკებას კიდევ ერთხელ უპასუხა:

"ვერანაირ სამარცხვინოს იმაში ვერ ვხედავ, რომ სახალხო დამცველმა დაიცვას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. მე უფრო ის მიკვირს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებმა არ იციან, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მერამდენე მოწვევის წევრია ბატონი ვოლსკი - მან არ იცის საქართველოს სახალხო დამცველის მანდატი და აბსოლუტურად არაკომპეტენტურ განცხადებებს აკეთებს", - თქვა ნინო ლომჯარიამ.

ლომაჯრია ასევე ამბობს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში დააყენებდნენ საკუთარი სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხს. 
ასევე, სახალხო დამცველის თქმით, ის არის ყველა დაჩაგრულის დამცველი, ამ შემთხვევაში კი, მისი განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის წევრები ყველაზე მეტად დაიჩაგრნენ.

"სახალხო დამცველი უნდა იყოს ყველაზე დაჩაგრულის დამცველი და დღეს ნამდვილად მიმაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები არიან ყველაზე დაჩაგრულ მდგომარეობაში", - განაცხადა ლომჯარიამ.