რუსთავში საპროტესტო აქცია "პროტესტი საწვავის ფასს" მოეწყო.
რუსთაველმა ავტომობილის მძღოლებმა მსვლელობა ქალაქის შემოსასვლელში დაიწყეს და ხმოვანი სიგნალებით ცენტრალური ქუჩები გაიარეს.
როგორც "ინფო რუსთავს" საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რეზი ფერაძემ განუცხადა, მათი მთავარი მოთხოვნა საწვავის ტარიფზე ფასის დაკლებაა.
საავტომობილო საპროტესტო მსვლელობა რუსთავის გარდა ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ქალაქში, მათს შორის დედაქალაქშიც, გაიმართა.