რუსთავში შენობის დემონტაჟის დროს ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ოსტროვსკის ქუჩაზე ერთ-ერთი შენობის დემონტაჟი მიმდინარეობდა, რა დროსაც ბეტონის ფილა ჩამოვარდა და იქ მომუშავე 30 წლის კაცს თავზე დაეცა.
შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ახალგზარდა კაცი გარდაცვლილი დახვდა.
ოსტროვსკის ქუჩაზე მობილიზებული იყო სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.