20-22 თებერვალს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა, დასავლეთ საქართველოს დაბლობში -4, -6, ქვემო ქართლის ბარში -5, -7 და შიდა ქართლის ბარში -11, -13 გრადუსამდე. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ტემპერატურის მნიშვნელოვანმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 20 თებერვალი +5°C, 21 თებერვალი +6°C, 22 თებერვალი +8°C, 23 თებერვალი +9°C.