22 თებერვალს რუსთავში ელ.ენერგია შეიზღუდება

2021-02-19 22:04:27

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

22  თებერვალს 11:00-დან   16:00  საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში 9 ძმა ხერხეულიძის, მარის არხის, კლდიაშვილის, დ.გარეჯის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.