რუსთავში ტაქსის მძღოლს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" N2 დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ განუცხადა. მისი თქმით, გეგმიური ტესტირების დროს 4-დან ერთი მძღოლი ინფიცირებული აღმოჩნდა.
სამედიცინო დაწესებულებაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავრუსის ანტიგენზე დამზადებული ტესტი 95 პირს ჩაუტარდა. აქედან ვირუსი 9 მათგანს დაუდასტურდა.