რუსთავის N6 საჯარო სკოლის 25 მოსწავლეს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" სკოლის დირექტორმა ნაირა ქარუხნიშვილმა განუცხადა.
ბავშვებისთვის ტესტირების ჩატარების მიზეზი მათი თანაკლასელისთვის კორონავირუსის ინფიცირების დადასტურება გახდა. მე-4 კლასის მოსწავლეებთან ერთად ტესტირება 5 მასწავლებელსაც ჩაუტარდება.
ამ დროისთვის მთელი კლასი სწავლის დისტანციურ მოდელზეა გადასული.