ეპიდვითარება რუსთავში

2021-02-16 20:17:37

გასული 24 საათის განმავლობაში, რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 5 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 74 პირი შეამოწმეს.

გატესტილებს შორის სკოლის პედაგოგები და ტაქსის მძღოლებიც იყვნენ, თუმცა ვირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები