რუსთავის მერია მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს დაკრძალვის ხარჯებს დაუფინანსებს.
საკითხთან დაკავშირებით "ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში ცვლილებას რუსთავის საკრებულოს სხდომაზე კენჭი უყარეს.
დადგენილების მიხედვით განისაზღვრა, რომ მერია დაკრძალვის ხარჯები სრულად დაუფარავს ვეტერანებს, ქალაქ რუსთავში აღმოჩენილ არაიდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებად პირებსა და რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულ და მცხოვრებ სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულაც 70 000-ს არ აღემატება.
ქალაქის ბიუჯეტიდან დაკრძალვის ხარჯების დასაფარად გარდაცვლილზე 400 ლარი გამოიყოფა.