როდის გაიხსნება რუსთავში საბავშვო ბაღები

2021-02-16 14:24:34

„რაც შეეხება ბაღებს, ეს პროცესი სკოლებში დაბრუნებას ეტაპობრივად მოჰყვება. კონკრეტული თარიღების შესახებ ცალკე განცხადება გაკეთდება მომავალში", - ამის შესახებ განთლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების ნაწილი დაგეგმილზე ადრე მოხსნა.

კერძოდ, 15 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით გაისნა:

ბავშვებმა სწავლა საკლასო ოთახებში განაახლეს (ამასთან, მშობლებს კვლავაც აქვთ უფლება სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური სწავლება);

კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ - გარდა შაბათ-კვირისა;

გამკაცრდა სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზარდა.