კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავში

2021-02-15 19:34:49

გასული 24 საათის განმავლობაში, რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 11 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 133 პირი შეამოწმეს.

გატესტილებს შორის 2 სკოლის პედაგოგი, 4 კი ტაქსის მძღოლი იყო, ვირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები