ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა

2021-02-15 18:42:53

16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია  წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან  ძლიერი, 17-18 თებერვალს ჰაერის ტემპერატურის  მნიშვნელოვანი დაკლება, ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მაღალმთიან რაიონებში ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და  მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე  დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო  შასაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.

19-22 თებერვალს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა, დასავლეთ საქართველოს დაბლობში  -4, -6, ქვემო ქართლის ბარში  -5, -7 და შიდა ქართლის ბარში -11, -13  გრადუსამდე. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ტემპერატურის  მნიშვნელოვანმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 16 თებერვალი +10°C, 17 თებერვალი +5°C, 18 თებერვალი +5°C, 19 თებერვალი +5°C.