რუსთავში, 19 წლის ბიჭი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
არსებული ინფორმაციით მამაკაცმა ინტოქსიკაცია ამ დროისთვის დაუდგენელი ნივთიერებით მიიღო.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 19 წლის ბიჭი უგონო მდგომარეობაში გვიან ღამით ნახეს, მას სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა და ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს.
მამაკაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, ის მკურნალობას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.
რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტი დაუზუსტებელ კომაში იმყოფება და მისი მდგომარეობა საყურადღებოა.
"19 წლის მამაკაცი შემოიყვანეს დაუზუსტებელი კომითა და სუნთქვის უკმარისობით. შემოსვლისას, რა თქმა უნდა, იყო საყურადღებო და პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში", - აცხადებს კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელი თეა გელაშვილი.