რუსთავის სკოლებში სწავლა განახლდა [photo]

2021-02-15 11:50:29

რამდნიმე თვიანი პაუზის შემდეგ რუსთავის სკოლებში სწავლა განახლდა.

მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათს მშობლებს სკოლის შენობებში უფრო მეტად გამკაცრებული წესების დაცვით მოუწევთ.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა, განუცხადა სასწავლო პროცესი ყველა საჯარო და კერძო სკოლაში განახლდა. დასწრებით სწავლაზე გადასული მოსწავლეების 90% საკლასო ოთახებში გამოცხადდა. სკოლაში მისული მოსწავლეებიდან ტემპერატურა არავის დაფიქსირებია.

გარდა ამისა, რუსთავში მშობლებს ნაწილმა ბავშვებისთვის დისტანციური სწავლება აირჩია. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რამდენი მოსწავლეა გადასული ონლაინ სწავლებაზე.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვისა და განთლების სამინისტროების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად მე-5-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები ვალდებულები არია, რომ პიბადეები ატარონ. პირბადეების ტარების ვალდებულება აქვთ სკოლის პერსონალსა და მასწავლებლებსაც.

იხილეთ რეკომენდაციები და წესები, რომლებიც სკოლაში უნდა დაიცვათ.

ფოტოების ავტორი: ნინო გელაშვილი

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები