რუსთავში 27 მასწავლებელს კორონავირუსი დაუდგინდა.
მათ შორის 18 საჯარო სკოლის პედაგოგია, ხოლო 9 კერძო სკოლის.
როგორც "ინფო რუსთავს" განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს ეს ყველაფერი რუსთავში სკოლებში სწავლის განახლებას ხელს არ შეუშლის.
"კრიზისი ამ ეტაპზე არ დგას. თვითონ სკოლა გადაწყვეტს მასწავლებლებს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ, ან დისტანციურ სწავლებაზე დატოვებენ, იმ შემთხვევაში თუ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს შეუწყობს, ან სხვა მასწავლებლით შეცვლიან",- განუცხადეს "ინფო რუსთავს" განათლების სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 15 თებერვალს რუსთავში, თბილისსა და ქუთაისში სასწავლო პროცესი სკოლის შენობებში განახლდება.