რუსთავში 4 თვის ბავშვს კოვიდ19 დაუდგინდა

2021-02-15 11:48:47

ბოლო 24 საათში რუსთავში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მათგან ვირუსი 4 თვისა და 3 წალმდე და-ძმას დაუდგინდა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია ბავშვთა საავადმყოფოს  პედიატრიული განყოფილების გამგემ, მარინა აბულაშვილმა, მიაწოდა.

4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში. კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილის, რუსუდან ადამიას თქმით, დღის განმავლობაში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი 19 პირს გაუკეთდა. მათ შორის გაიტესტნენ სკოლის მასწავლებლები და ტაქსის მძღოლები, თუმცა ვირუსი არცერთს არ დადასტურებია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები