მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე ტომრები იპოვეს

2021-02-14 01:15:23

მეხიკოს გარეუბანში სამართალდამცავებმა ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 18 ტომარა იპოვეს.

პროკურორის განცხადებით, გვადალახარის მაგისტრალის ესტაკადაზე ოფიცრებმა ადამიანის ერთი კიდური იპოვეს, რომლის შემდეგაც მიმდებარე ტერიტორიაზე ტომრების გროვა აღმოაჩინეს .

იმის დასადგენად, თუ რამდენი ცხედარი იყო დანაწევრებული კიდურები გამოსაკვლევად წაიღეს.

ამ ფაქტამდე ხელისუფლებამ 2020 წლის ნოემბერში გვადალახარის გარეუბანში საიდუმლო საფლავიდან 113 ცხედარი და დამატებით ადამიანის ნეშტები ამოიღეს.

გასულ კვირას გვადალახარში მომხდარი 3 სხვადასხვა ინციდენტის დროს 10 ადამიანი მოკლეს, 6 ადამიანი დაშავდა, ერთი ადამიანი კი გაიტაცეს.

იანვარში ჯალისკოს გუბერნატორმა ენრიკე ალფარომ განაცხადა, რომ აღნიშნული შემთხვევები დანაშაულებრივი ჯგუფების ორგანიზებული იყო და ისინი ამ ყველაფრით ქალაქში შიში დანერგვას ცდილობენ.

გასული წლის განმავლობაში სალტოში სულ 189 გვამი აღმოაჩინეს.

აღნიშნულ ქალაქში მექსიკის ყველაზე ძალადობრივი და ძლევამოსილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები ცხოვრობენ. სწორედ ამ და სხვა კარტელებს შორის დაპირისპირებას უკავშირებენ აღმოჩენილ გვამებს, რომლებიც, შესაძლოა, დაპირისპირებაში დაღუპულებს ეკუთნოდეთ.

2006 წლიდან, მას შემდეგ, რაც მექსიკაში ნარკო ომი დაიწყო, 80 000 ადამიანი დაკარგულად არის გამოცხადებული, ხოლო 115 000 ადამიანი კარტელებს შორის დაპირისპირებას ემსხვერპლა.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები