რუსთავში 2 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა [video]

2021-02-14 00:02:54

რუსთავში, კოსტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კომენდანტის საათის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ერთმანეთს "მერსედესისა" და "ტოიოტას" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

ავარიის დროს არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები