გასული 24 საათის განმავლობაში, რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 7 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 48 პირი შეამოწმეს.
გატესტილებს შორის 5 სკოლის პედაგოგი, 2 კი ტაქსის მძღოლი იყო, ვირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.