რუსთავში ტაქსის მძღოლს კოვიდ19 დაუდასტურდა

2021-02-12 19:50:05

გასული 24 საათის განმავლობაში, რუსთავის სხვადასხვა კლინიკაში გამოკვლეულ 11 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

კოვიდ19-ის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში. როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სულ 115 პირი შეამოწმეს.

გატესტილებს შორის 11 სკოლის პედაგოგი იყო, თუმცა კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა. 2 შემოწმებულ ტაქსის მძღოლის შორის კი, ვირუსი 1-ს აღმოჩნდა.

კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა "კლინიკა რუსთავში". სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსზე სულ 4 პაციენტი შეამოწმეს.