რუსთავში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

2021-02-12 19:24:31

რუსთავში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხევევა მეგობრობის გამზირზე მოხდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით "ტიოტა"-ს მარკის ავტომობილი ახალგაზრდა ქალს გადასასვლელზე დაეჯახა.

მძღოლის თქმით მან მწვანეზე გაიარა რა დროსაც გოგომ გადასასვლელზე გადასვლა დააპირა.

ავარიის შედეგად ახალგაზრდა მსუბუქად დაშავდა, მისი გადაყვანა კლინიკა რუსთავში მოხერხდა, არსებული ინფორმაციით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.