გასული 24 საათის განმავლობაში, რუსთავის სხვადასხვა კლინიკაში გამოკვლეულ 4 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.
კოვიდ19-ის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში. როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, დღის განმავლობაში ვირუსზე სულ 112 პირი შეამოწმეს.
ადამია აღნიშნავს, რომ დადასტურებულ შემთხვევათა დადებითობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.
გატესტილებს შორის 24 სკოლის პედაგოგი იყო, თუმცა კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.
კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გამოვლინდა. კლინიკაში დედა მცირეწლოვან შვილებთან ერთად მოათავსეს. ვირუსი ქალს დაუდასტურდა, ბავშვებისთვის ჩატარებული ტესტის პასუხი კი მოგვიანებით ცნობილი.