რუსთავში, დასვენებისა და კულტურის ცენტრალურ პარკში ველოსიპედი ქვეითად მოსიარულე 68 წლის ქალს დაეჯახა.
შეჯახების შედეგად ქალმა ლავიწის ძვალი მოიტეხა.
როგორც ველოსიპედით მოძრავმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, მან შეჯახებამდე ველოსიპედის დამუხრუჭება ცადა, თუმცა ვერ მოახერხა.
"ველოსიპედით მივდიოდი, წინ 2 ქალბატონი მოდიოდა ქვეითად. დავასიგნალე, მერე მუხრუჭიც ვიხმარე. რომ მივუახლოვდი ის იყო ქალბატონმა მარჯვნივ გადასვლა დაიწყო ბოლო მომენტში მუხრუჭმა არ დაიჭირა და უკნიდან გავკარი. ქალბატონი დაეცა და მარცხენა მხარი მოიტეხა. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ უფრო ნელა უნდა მევლო",- განუცხადა "ინფო რუსთავს" თამო ტიელიძემ.
დაშავებული ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას ლავიწის ძვალზე ოპერაცია გაუკეთდა.
როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა გელაშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.