რუსთავი-თბილისის მაგიზტრალზე, თბილისის მონაკვეთზე საავტომობილო საცობია.
მძღოლები რომლებიც თბილისიდან რუსთავში ბრუნდებიან 20-30 წუთი უწევთ საცობში ყოფნა.
როგორც "ინფო რუსთავს" ერთერთმა მგზავრმა ადგილიდან აცნობა, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოსაგზაო მოხდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.
არსებული ინფორმაციით ავარიის დროს არავინ დაშავებულა.