კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავში

2021-02-10 18:23:11

რუსთავში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მათგანი 18 ქალაქის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა. როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ, "ინფო რუსთავს" განუცხადა, დღის განმავლობაში კორონავირუსზე სულ 128 პირი გაიტესტა, საიდანაც 18-ს ვირუსი დაუდასტურდა.

ადამიას თქმით, გატესტილებს შორის 10 ტაქსის მძღოლი და 14 სკოლის პედაგოგი იყო, თუმცა კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დადასტურებია.

12 პირი გატესტეს კლინიკა "რუსთავში", საიდანაც ვირუსი 4-ს დაუდგინდა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები