რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეეზღუდება

2021-02-10 09:53:39

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს.

რუსთავში, თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის მე-17 კმ-ს მიმდებარედ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 09:50-დან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: გოდერძი ჩოხელის, გოგი დოლიძის, გონაშვილისა თბილისის ქუჩის მიმდებარედ არსებულ კერძო ბინებს.