რუსთავის-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გააჩერეს, რომლის ავტომობილიდანაც, სავარაუდოდ, ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერება.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია მამაკაცი და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის მისი ოჯახის წევრი ქალი.
ამ დროისთვის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.