უნდა ატარონ თუ არა რუსთვის სკოლებში მოსწავლეებმა პირბადე

2021-02-09 12:15:32

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის, განცხადებით, რუსთავის სკოლებში სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ მე-5 კლასიდან ზევით სავალდებულოა, რომ ყველა მოსწავლემ პირბადე ატაროს.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა სკოლაში დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება. დეტალური ინსტრუქციები დაურიგდებათ სკოლებს და ყველა სკოლა მოახდენს ამაზე კომუნიკაციას მშობლებთან. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ის კარგი დინამიკა, რომელიც გვაქვს",- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

შეგახსენებთ, რუსთავში სასწავლო პროცესი 15 თებერვლიდან სკოლებში განახლდება.

 


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები