მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2021-02-08 23:39:42

12 თებერვლამდე სითბოს ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22,  ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 9 თებერვალი +17°C, 10 თებერვალი +19°C, 11 თებერვალი +20°C, 12 თებერვალი +17°C.