რუსთავის ავტობუსების მოძრაობის გრაფიკი

2021-02-08 19:56:06

რუსთავში განახლებული მუნიციპალური ტრანსპორტი დილის 07:00 საათიდან საღამოს 7:30-მდე იმუშავებს.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს"  ქალაქის მერიაში განუცხადეს.

ქალაქში გადაადგილება ახალი ავტობუსებით პირველი 2-3 კვირის განმავლობაში უფასოა.

ხოლო მას შემდეგ, რაც მგზავრობა ფასიანი გახდება რუსთაველების ნაწილი საშეღავათო ტარიფით ისარგებლებს.

მგზავრობა უფასო იქნება:

1. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მნიშვნელოვნად გამოხატული სმენა დაქვეითებული და უსინათლო პირებისთვის

2. სსიპ – „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ მიერ მოწოდებულ ვეტერანთა სიაში რეგისტრირებული და შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ვეტერანის მოწმობის (სტატუსი) მქონე პირებისთვის

10 თეთრად იმგზავრებენ:

1. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აჭარბებს 150 000-ს

2. რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები

20 თეთრად იმგზავრებენ:

1. რუსთავში რეგისტრირებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები

2. ა(ა)იპ – ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება“

3. ა(ა)იპ – რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება „ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარი ბიბლიოთეკა“

4. ა(ა)იპ – გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრი“

5. ა(ა)იპ „რუსთავის ისტორიულ მუზეუმი“

6. ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი“

7.  ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრი“8. ა(ა)იპ „რუსთავსერვის ცენტრი“

9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები და ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები

10. რუსთავში რეგისტრირებული „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული პენსიონერები

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები