რუსთავში სიკვდილი გაძვირდა.
ქალაქის საკრებულოს მიერ "ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. რომლის მიხედვითაც, 3 და 4 ადგილიანი საფლავის ფასი 120 ლარით გაიზარდა.
უცვლელი დარჩა 1 და 2 ადგილიანი საფლავის ფასები.
საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანის განცხადებით, ფასების ზრდა სერვისის გაუმჯობესებამ გამოიწვია.
საფლავის საფასური:
1. ერთადგილიანი - 50 ლარი
2. ორადგილიანი - 100 ლარი
3. სამადგილიანი - 200 ლარი
4. ოთხადგილიანი - 300 ლარი
5. არსებულ საფლავზე 1 ადგილის მომატება - 150 ლარი
6. სამარხზე მომსახურება (მიწის გათხრის სამუშაოები) - 120 ლარი.