ხანძარი რუსთავში

2021-02-08 15:56:40

რუსთავში, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი საბურავებს უკიდია.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან  გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები.

შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენების (მათ შორის, ფოთლების, საბურავების) ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე.