8 თებერვლიდან რუსთავში დაწესებული სატრანსპორტო შეზღუდვები იხსნება.
მუნიციპალურ ახალ ავტობუსებთან ერთად მუშაობას გაახლებენ შიდასაქალაქო მიკროავტობუსებიც.
მგზავრობის საფასური კვლავ 50 თეთრი იქნება.
მიკროავტობუსების მძღოლებს ყოველ 2 კვირაში ერთხელ კორონავირუსულ ინფექციაზე გეგმიური ტესტირება ჩაუტარდებათ.
შეგახსენებთ, რომ უწყებათა შორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 28 ნოემბრიდან რუსთავში შიდასაქალაქო მიკროავტობუსებმა მგზავრთა გადაყვანა გააჩერა.