გასული 24 საათის განმავლობაში, რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 7 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც კლინიკის დირექტორის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, დღის განმავლობაში 22 პირს ანტიგენზე დამზადებული ტესტი გაუკეთდა, საიდანაც 5-ს ვირუსი დაუდგინდა.
2 ახალი შემთხვევა კი ლაბორატორიულ კვლევაზე გადაგზავნილი PCR ტესტით გამოვლინდა.