აღდგება თუ არა 8 თებერვლიდან რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსების მოძრაობა ამ კითხვით ინფო რუსთავს ათეულობით ადამიანმა მიმართა. კომენტარისთვის ინტერტრანსს დავუკავშირდით, სადაც განაცხადეს, რომ ტრანსპორტის აღდგენა 8 თებერვლიდან არ მოხდება.
"კომპანია მზად არის მუშაობის განახლებისთვის და ველოდებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას",-აცხადებს ინტერტრანსის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სოფო ცერცვაძე.
ცერცვაძის თქმით, ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, ინტერტრანსის დაქვემდებარებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები მგზავრებს საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით მოემსახურებიან.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით 8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი. იმის მიუხედავად რომ რუსთავი-თბილისის მარშრუტი, შიდა საქალაქო სტატუსს ატარებს შეზღუდვების მოსხნა მაინც არ შეეხო. შესაბამისად, უცნობია როდის შეძლებენ მგზავრები რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსებით გადაადგილებას.