რუსთავში ავტობუსით მგზავრობა უფასო იქნება

2021-02-07 14:23:25

რუსთავში ახალი ავტობუსით მგზავრობა ყველა რუსთაველისთვის 2-3 კვირის განმავლობაში უფასო იქნება.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ განუცხადა.

"სხვადასხვა ჯგუფებზე სხვადასხვა ტარიფი იმოქმედებს. გარდა ამისა, თოთოეულ მომხმარებელს გადაეცემა შესაბამისი სამგზავრო ბარათები, რომელსაც უზრუნველყოფს შესაბამისი კომპანია ხელშეკრულების საფუძველზე და გამომდინარე აქედან, რომ 60 000 ბენეციარზე ასე უცებ ვერ მოხდება ამ ბარათების დარიგება მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ალბათ 2-3 კვირის მანძილზე, ყველა რუსთაველისთვის ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ირაკლი ტაბაღუამ.

შეგახსენებთ, რომ ქალაქს ევროსტანდარტრების, გარემოსთვის უსაფრთხო ახალი ავტობუსები ჰყავს, რომლებიც რუსთაველებს 8 თებერვლიდან სატრანსპორტო შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მოემსახურება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები