გასული 24 საათის განმავლობაში, რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 4 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა.
კლინიკაში კოვიდ19-ზე სულ 41 პირი შეამოწმეს.
როგორც კლინიკის დირექტორის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტების მიმართვიანობა, წინა კვირის შაბათ დღესთან შედარებით, შემცირებული იყო.