რუსთავის "ხარების" კიდევ ერთი გამარჯვება

2021-02-06 18:28:45

რუსთავის „ხარებმა“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

"ხარები" თბილისის „იუნკერებს“ დიდი 10-ის ტურნირის ფარგლებში, ავჭალის რაგბის სტადიონზე დაუპირისპირდა.

შეხვედრა რუსთაველთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით, ანგარიშით 24:10 დასრულდა.

დღევანდელი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ რუსთაველი მორაგბე ჟორა მღებრიშვილი დასახელდა.

მომდევნო თამაშზე, რომელიც 14 თებერვალსაა ჩანიშნული, "ხარები" თბილისის „აკადემიას“ დაუპირისირდება. შეხვედრა რუსთავის რაგბის სტადიონზე 16:00 საათზე გაიმართება.