ქურდობის ფაქტი რუსთავში

2021-02-13 00:51:25

რუსთავში, 21-ე მიკრორაიონში, ავტომობილი გაქურდეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გაჩერებულ "ბეემვეს"-ს მარკის ავტომობილს რამდენიმე ნაწილი მოხსნეს და ადგილიდან მიიმალნენ.

დამნაშავეებმა გახსნეს ძრავის ხუფი, რის შემდეგაც ავტომობილიდან ფარები და სხვა დეტალები მოიპარეს.

პოლიციამ პირები მალევე ამხილა, თუმცა, ისინი არასრულწლოვნები არიან და მათთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება არ მომხდარა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები