ნათლობის რიტუალის დროს 6 კვირის ჩვილი გარდაიცვალა

2021-02-06 17:32:23

რუმინეთში 6 კვირის ბავშვი ნათლობის რიტუალის ჩატარების დროს გარდაიცვალა.

მას შემდეგ, რაც სასულიერო პირმა ჩვილს წყალში 3-ჯერ ჩააყვინთინა, ბავშვს გული მოულოდნელად გაუჩერდა.

სხეულისთვის აუტოპსიის ჩატარების შემდეგ გაირკვა, რომ 6 კვირის ბავშვის ფილტვებში წყალი იყო დაგროვებული.

პროკურატურამ მღვდელთან დაკავშირებით, რომელმაც ნათლობის რიტუალი ჩაატარა, გამოძიება დაიწყო.

ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ ონლაინ პეტიცია შეიქმნა, რომლითაც ხელმომწერები მოითხოვე, რომ შეიცვალოს ნათლობის რიტუალი. პეტიციას უკვე 60 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

ნათლობის რიტუალის გადახედვას ემხობა მაღალი სასულიერო იერარქი არქიეპისკოპოსი კალინკიც. როგორც მან რუმინულ მედიასაშუალებას განუცხადა, ის იმედოვნებს, რომ გადაიხედება ნათლობის რიტუალი და მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც ეკლესიის კანონებსაც დაიცავენ და მომავალში ფატალურ შემთხვევებსაც თავიდან აიცილებენ.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები