ძლიერი ბიძგები რუსთავში.
საქართველოში მიწისძვრა 19:36 საათზე დაფიქსირდა, მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთში, სევანის ტბასთან იყო.
სომხეთში მიწისძვრის სიმძლავრე 5.2 მაგნიტუდა დაფიქსირდა, ხოლო ეპიცენტრიდან 120 კილომეტრში, რუსთავში მიზისძვრის ბიძგები 4.2 მაგნიტუდას აღწევდა.
ამ დროისთვის უცნობია მოჰყვა თუ არა სომხეთში მიწისძვრას ნგრევა.
მიწისძვრის მეორე ბიძგი 19:44 საათზე, ხოლო მესამე 19:58 საათზე დაფიქსირდა.
"ინფო რუსთავი" დეტალებს აზუსტებს.