რუსთავში მიწისძვრა იყო.
ჯერჯერობით სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრს ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუ რამდენ მაგნიტუდას შეადგენდა რყევები.
თუმცა რუსთაველები სოციალურ ქსელში მიწისძვრის შესახებ წერენ და ამბობენ, რომ მათ ძლიერი რყევები იგრძნეს.
რყევები იყო დედაქალაქშიც.
წინასწარი ინფორმაციით, ერევნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 4,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო.