8 თებერვალს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2021-02-05 18:37:10

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 თებერვალს 10:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში, დავით გარეჯის, მშვიდობის, ჯავახიშვილის, სააკაძის, გაგარინის, მაზნიაშვილის, ქაშაკაშვილის ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.